საქართველოს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარედგინა

16:46, 18.06.2018

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარედგინა.

პარლამენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად წარდგენილია – გიორგი ჩერქეზიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრად – დავით ზალკალიანი

შინაგან საქმეთა მინისტრად – გიორგი გახარია

ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრად – მიხეილ ჩხენკელი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად – დავით სერგეენკო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად – სოზარ სუბარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად – ლევან დავითაშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად – მაია ცქიტიშვილი

კულტურისა და სპორტის მინისტრად – მიხეილ გიორგაძე

თავდაცვის მინისტრად – ლევან იზორია

იუსტიციის მინისტრად – თეა წულუკიანი

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრად – კახა კახიშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად –  ქეთევან ციხელაშვილი

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.

 

მსგავსი