საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დავით კირკიტაძის დაკავების საკითხზე საუბრობდნენ. მათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მოუწოდა, რომ საკითხი დაეყენებინათ რეგლამენტის ჭრილში, რადგან იმ ტიპის განცხადებები არ ჯდება კომიტეტის მუშაობის პროცედურაში.
ამის შემდეგ ეკა ბესელიამ სამადაშვილს და კახიძეს მიმართა, რომ ან დაწყნარებულიყვნენ ან სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ.