საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველოს, 27-28 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ გროისმანი ეწვევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრს წეროვანში, ასევე, გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს თბილისში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სიტყვით გამოვა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნით სესიაზე, ასევე – მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში – „High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability“.

ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.