საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა
საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დღეისთვის არის დაგეგმილი.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების პრემიერ-მინისტრთა შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.