ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებს შორის ჩვენი ეროვნული გუნდის სრული უპირატესობით დაიწყო.
პირველივე წამებიდან საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა და უკვე მე-7 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილთან საკუთარ საჯარიმოში ბელარუსი ფეხბურთელები დაჯარიმდნენ. პენალტი თვითონ თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა და ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა – 1:0.
საქართველოს ნაკრები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში აშკარა უპირატესობას ფლობდა და არაერთი სახიფათო შეტევა განახორციელა, თუმცა ანგარიში აღარ შეიცვალა – 1:0 ჩვენი ეროვნული გუნდის სასარგებლოდ.
საქართველოს ნაკრები: ლორია – კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი – კანკავა, კვეკვესკირი – კვარაცხელია, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი – ყაზაიშვილი.
ბელარუსის ნაკრები: ხაცკევიჩი – ზოლოტოვი, მარტინოვიჩი, ნაუმოვი, ბორდაჩოვი – ბახარი, მიაბლონსკი, ებონგი, ნეხაიჩიკი – ლისაკოვიჩი, ხაჩატურიანი.