საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში დაწინაურდა - 1:0
საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში დაწინაურდა - 1:0

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებს შორის  ჩვენი ეროვნული გუნდის სრული უპირატესობით დაიწყო.

პირველივე წამებიდან საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა და უკვე მე-7 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილთან საკუთარ საჯარიმოში ბელარუსი ფეხბურთელები დაჯარიმდნენ. პენალტი თვითონ თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა და ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა – 1:0.

საქართველოს ნაკრები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში აშკარა უპირატესობას ფლობდა და არაერთი სახიფათო შეტევა განახორციელა, თუმცა ანგარიში აღარ შეიცვალა – 1:0 ჩვენი ეროვნული გუნდის სასარგებლოდ.

საქართველოს ნაკრები: ლორია – კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი – კანკავა, კვეკვესკირი – კვარაცხელია, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი – ყაზაიშვილი.

ბელარუსის ნაკრები: ხაცკევიჩი – ზოლოტოვიმარტინოვიჩი, ნაუმოვი, ბორდაჩოვი – ბახარიმიაბლონსკიებონგინეხაიჩიკი – ლისაკოვიჩი, ხაჩატურიანი.