საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ესტონეთს დაუპირისპირდა, 1:1 ითამაშა და ელიტრაუნდში გავიდა.
ჯგუფური ეტაპის პირველ ორ ტურში ჩვენმა გუნდმა 3 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე იყო. ამდენივე ქულით, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით (ბურთები) ესტონეთი მესამე პოზიციას იკავებდა. ამდენად, ეს მატჩი ფინალის ტოლფასი იყო – ჩენი გუნდი ფრის შემთხვევაშიც ელიტრაუნდში გადიოდა.
შვედეთის ქალაქ ბუროსის „ბუროს არენაზე“ გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა. მე-17 წუთზე ჩვენი გუნდის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მაკსიმ კალიმულინმა გოლად გარდასახა. თუმცა პატარა „ჯვაროსნებმა“ წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს. 41-ე წუთზე ესტონელების კართან განვითარებული შეტევა იმით დასრულდა, რომ ოსკარ პიჰელამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
მეორე ტაიმში ანაგრიში აღარ შეცვლილა, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა ჯგუფი 4 ქულით დაასრულა, ისევე როგორც ესტონეთმა, მაგრამ მეტი ბურთის წყალობით მეორე ადგილზე გავედით და ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.