საქართველოს მთავრობაში ამ ეტაპზე ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.
დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ.
დღეს საპარლამენტო უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაიმართა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.