საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში, ერთი თვის განმავლობაში, სხვადასხვა უნივერსიტეტის 10 სტუდენტი იმუშავებს
საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა უნივერსიტეტის 10 სტუდენტი ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პრაქტიკანტებს ფინანსურად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება უზრუნველყოფს.
სტუდენტები თელავის, რუსთავის, ქედის, გორისა და მცხეთის მერიებში დარგობრივი სამსახურების მუშაობას გაეცნობიან და შემაჯამებელ ანგარიშებს წარადგენენ.
უწყების ცნობით, პროექტის შედეგად დამხმარე თანამშრომლის სახით სარგებელს მიიღებს მუნიციპალიტეტი, სტუდენტები თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გაიღრმავებენ, რეგიონული განვითარების სამინისტროში კი, გაეცნობიან ინფორმაციას მუნიციპალიტეტების საქმიანობასთან დაკავშირებით.