სოზარ სუბარი - მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლა მოხდება
სოზარ სუბარი - მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლა მოხდება

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლა მოხდება და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა.

ჟურნალისტებთან საუბარში სოზარ სუბარი თემატური ჯგუფის შექმნას გამოეხმაურა.

​დეპუტატის თქმით, 2014 წლიდან თვითმმართველობის მიმართულებით კანონმდებლობა არის ლამის სრულყოფილი და ქვეყანას თითქმის ყველა საერთაშორისო დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი, მაგრამ როგორც წესი, პრაქტიკაში ამ ყველაფრის დანერგვა გვიან ხდება და დღეს არ არის დამაკმაყოფილებელი, რის გამოც გადაწყდა, რომ მდგომარეობა შეისწავლონ, რათა რეკომენდაციები გაიცეს, რა უნდა გაკეთდეს.

„დღეს არის ათი მუნიციპალიტეტი, სადაც გარკვეული პროგრამები ხორციელდება. რამდენად წარმატებულია, ეს პროექტები შეფასდება, რომ შემდეგ მთელ საქართველოზე განვავრცოთ“, – განაცხადა სუბარმა.

პარლამენტში კიდევ ერთი თემატური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც შეისწავლის – მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობას.