საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ლატვიასთან ანგარიშით 21:24 დამარცხდა
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი დიდი ბრძოლის შემდეგ ლატვიის გუნდთან ანგარიშით 21-24 წააგო. შოთა თევზაძემ 15 ბურთი მოიგერია, ექვსიდან მხოლოდ ერთი შვიდმეტრიანი გაუშვა, 16 წლის გიორგი ცხოვრებაძემ, რომელიც ამ დონეზე პირველად თამაშობდა, 7 გოლი გაიტანა, ირაკლი ჩიქოვანმა – 6. დასრულებამდე 7 წუთით ადრე 21-20 ვიგებდით, მაგრამ მეტოქემ ბოლო 5 წუთში გარდატეხა თამაში.
ეს იყო ნაკრების ახალი მწვრთნელის, მაკედონელი დონ ბოშკოვსკის დებიუტი. გუნდმა დაცვაშიც და შეტევაშიც მწყობრად ითამაშა, მწვრთნელმა კი უნარიანად გამოიყენა თითქმის მთელი რესურსი, ათამაშა 13 ხელბურთელი. ყველამ ბოლო წამამდე იბრძოლა.
ხვალ, 20 საათზე ლიტვას ვეთამაშებით. მეტოქეს ტრავმების გამო აკლია რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მათ შორის, საფრანგეთის მონპელიეს უკანახაზელი, ტრუხანავიჩუსი.
—
ხელბურთი, მსოფლიო ჩემპიონატი 2019, კაცები (9-27 იანვარი, გერმანიასა და დანიაში)
ევროპა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
ჯგუფების თითო გამარჯვებული გადის პლეიოფში
2 ჯგუფი: ლიტვა, ლატვია, ისრაელი, საქართველო
კლაიპედა, შვიტურიო არენა (5500 ადგილი)
12 იანვარი. ლატვია-საქართველო 24-21
საქ: თევზაძე – ცხოვრებაძე 7, ჩიქოვანი 6, ჭანტურია 3, ორჯონიკიძე 1, მსხვილიძე 1, წითელიშვილი 1, დიხამინჯია 1, რუსტამოვი 1, დათუკაშვილი, სტურუა, ლაპიაშვილი, აბრამიშვილი (ხანდოლიშვილი, გრიშიკაშვილი) – მწვ. ბოშკოვსკი, კალანდაძე
მსაჯები: ბოგდან კალუჯეროვიჩი – ივან ვუიაჩიჩი (მნტ)
დელეგატები: კალევ ვენცლი (ესტ), იან რუდინსკი (სლკ)
21:00 ლიტვა-ისრაელი
13 იანვარი. 17:30 ისრაელი-ლატვია, 20:00 საქართველო-ლიტვა
14 იანვარი. 16:30 ისრაელი-საქართველო, 19:00 ლიტვა-ლატვია.
Pradedame pasaulio čempionato atrankos kovas Klaipėdoje. Stebėkite tiesioginę rungtynių Latvija – Gruzija tiesioginę transliaciją mūsų facebook paskyroje. Mūsų rinktinės rungtynės startuoja 19:00 val, jas tiesiogiai stebėkite LRT kultūros kanalu.
Posted by Rankinis on 2018 წლის 12 იანვარი, პარასკევი