ხელბურთი | საქართველოს ნაკრები 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ავსტრიას დაუპირისპირდება #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ნაკრები 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ავსტრიას დაუპირისპირდება #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ კიოლნში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართა.  გამოვლინდა 11 წყვილი, რომლიც ფინალური საგზურისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები გათამაშებაში დასკვნითი ეტაპიდან (პლეი ოფი) ჩაერთვება და ავსტრიის ძლიერ გუნდს შეხვდება, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ვინაობა ორმატჩიან დუელში გაირკვევა. საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში თამაშს 8-9 მაისს ჩაატარებს, ხოლო მეორე მატჩი ავსტრიაში 11-12 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2025 წლის იანვარში დაიწყება – ტურნირს ხორვატია, დანია და ნორვეგია უმასპინძლებენ.