საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში პაატა გურასპაულმა გაიმარჯვა. მან ხმების 80 პროცენტი მიიღო. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა შიო ხეცურიანმა.
პრეზიდენტის პოსტზე პაატა გურასპაულის კანდიდატურა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა, ხოლო შიო ხეცურიანის – საკალათბურთო კლუბმა „მგზავრები-არმიამ“ წარადგინა. ფედერაციის პრეზიდენტს 34 დელეგატი ირჩევდა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა. არჩევნებამდე დელეგატთა რეგისტრაცია გაიმართა.