მსოფლიოს თასი 2023 | პაატა გურასპაული - საქართველოს ნაკრებს შეუძლია ისტორია დაწეროს და მსოფლის ჩემპიონატზე გავიდეს #1TVSPORT
მსოფლიოს თასი 2023 | პაატა გურასპაული - საქართველოს ნაკრებს შეუძლია ისტორია დაწეროს და მსოფლის ჩემპიონატზე გავიდეს #1TVSPORT

შვეიცარიაში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა კალათბურთში. საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად ერგო ესპანეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია.

წილისყრა შეაფასა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა:

– საქართველოს ნაკრების ბოლო წლების შედეგებიდან და პოტენციალიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს ხელეწიფება პირველად ისტორიაში მოხვდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

რაც შეეხება წილისყრის შედეგებს, ვფიქრობ, ნორმალური ჯგუფი შეგვხვდა. ესპანეთის ნაკრები ევრობასკეტი 2022-ზეც ჩვენი მოწინააღმდგე იქნება. ამ გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და შეიძლება წარმატებაზე ფიქრი.

 

უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია

– უკრაინელებთან ძველი ნაცნობობა და მეგობრობა გვაკავშირებს. მწარე დამარცხებაც გვახსოვს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე, რომლის გამო საქართველო ჯგუფიდან ვერ გავიდა. უკრაინასთან მოგებაზე შინაც ვფიქრობთ და სტუმრადაც.

ჩრდილოეთ მაკედონია არ არის იმ კალიბრის გუნდი, რომელთანაც მოგება არ შეეძლება ჩვენს ნაკრებს.

 

მთავარი ამოცანა

– ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის, თუ გავიხსენებთ წინა მსოფლიოს შესარჩევს, მომდევნო ეტაპზე გავედით, მაგრამ იმდენად ცუდი შედეგით, რომ იქ უკვე შანსი არ გვქონდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი სამი ფანჯრისას მაწსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ.

ჩვენგან გასული გუნდები შეხვდებიან იტალიის, რუსეთის, ისლანდიისა და ნიდერლანდების ჯგუფის სამ საუკეთესოს. მათთან მატჩების წინ მაქსიმალურად დადებითი ქულებით უნდა ვიყოთ.

ასე რომ, წილისყრის შედეგებით უკმაყოფილოები არ ვართ. ჩვენი მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატი, არამედ მსოფლიოს შესარჩევი ეტაპია. იმედი მაქვს, პირველად ჩვენი კალათბურთის ისტორიაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს შემპიონატზის საგზურს მოიპოვებს.