დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცის გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს #1TVSPORT
დღეს, 29 დეკემბერს, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა გაიმართა, სადაც გამგეობის წევრებმა ერთხმად აირჩიეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები.
სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პაატა გურასპაული, გენერალურ მდივნად გიორგი ქართველიშვილი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებად ნიკოლოზ ცქიტიშვილი, დავით საყვარელიძე და ვლადიმერ ბოისა.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს გამართულ საერთო საარჩევნო ყრილობაზე საარჩევნო სუბიექტების 100%-იანი მხარდაჭერით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე გახდა.