საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩეხეთში 14 კალათბურთელი იხმო
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები დღეს გამთენიისას სტამბოლის გავლით პრაღაში ჩაფრინდებიან, სადაც 22 და 23 ივნისს ორ საკონტროლო მატჩს გამართავენ.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჩეხეთში 14 კალათბურთელი იხმო. ნაკრებს პრაღაში თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი ვერ დაეხმარებიან.
შემადგენლობა ბერძენმა სპეციალისტმა სამშაბათს „დინამოს“ ბაზაზე დაასახელა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირის დარჩენილი ორი საშინაო მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი 29 ივნისს სერბეთის, ხოლო 2 ივლისს – ავსტრიის ნაკრებს გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლებს.
ჩვენს ჯგუფში გერმანიის გუნდიც არის, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში მოიგო და ლიდერია. შემდეგ მოდიან სერბეთი, საქართველო და ავსტრია. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მომდევნო – მეორე ეტაპზე 3 საუკეთესო გადის, რომლებსაც შემდგომ ეტაპზე ამ ჯგუფის ქულები მიჰყვებათ.