თორნიკე შენგელია ილიას ზუროსს დაემშვიდობა - რაც ჩვენი ნაკრებისა და ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ, არასოდეს დაგვავიწყდება #1TVSPORT
თორნიკე შენგელია ილიას ზუროსს დაემშვიდობა - რაც ჩვენი ნაკრებისა და ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ, არასოდეს დაგვავიწყდება #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი ილიას ზუროსს დაემშვიდობა და ეროვნული გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან ერთად გატარებული წლები შეაფასა.

თორნიკე შენგელია: „სიტყვები არ მეყოფა მადლიერების გამოსახატად. ყველაფერი რაც ამ სპორტისთვის, ჩვენი ნაკრებისა და ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ, არასდროს დაგვავწყდება.

ჩვენთვის ყოველთვის ძვირფასი იქნება ის რვა წელი, როცა ერთად ვმუშაობდით და შევა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. თქვენ ხართ და ყოველთვის იქნებით ქართული კალათბურთის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

თქვენ მოგვეცით ყველაფერი, რისი გაღებაც შეგეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის ეს თავი დასრულდა, ჩვენი კავშირი და ურთიერთობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდება.

ჩვენ გვიყვარხარ და პატივს გცემთ, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს თქვენს მშვენიერ ოჯახთან ერთად!

დიდი სიყვარულით, მწვრთნელო!

თქვენი კაპიტანი და რაც მთავარია, თქვენი მეგობარი!“