საქართველოს ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა
საქართველოს ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სპეციალური მოწვევით, ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯო მაკჰიუს ხელმძღვანელობით, საქართველოს ირლანდიის რესპუბლიკის მრავალპარტიული საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ირლანდიელი პარლამენტარები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოს მიმართ ირლანდიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება.

ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციაში შედიან ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯო მაკჰიუ; კომიტეტის წევრები შონ ჰოგი და რორი ო მურჩუ.