საქართველოს გოლფში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს
საქართველოს გოლფში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

საქართველოს გოლფში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს – ამის შესახებ სასტუმრო „ბილთმორში“ გამართულ პრესკონფრენციაზე საქართველოს გოლფის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა განცხადეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გოლფის დიდი ტრადიციები არ გააჩნია, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრების მასპინძლობის რეალური საფუძველი და გარკვეული უპირატესობებიც გაააჩნია.

ამას გარდა, გოლფის ფედერაციის ხელმძღვანელებმა 2019 წელი შეაჯამეს და მომავალი წლის გეგმებზე ილაპარაკეს. ცნობილი გახდა, რომ 2020 წელს თბილისში ცხრა მნიშვნელოვანი ტურნირი იგეგმება, საქართველოს ნაკრები კი ორ დიდ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს.

„წელს ვილნიუსში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და ევროპული ფეხბურთის მმართველებმა თავად გვითხრეს, რომ თბილისში მშვენიერი გოლფ კლუბი მოეწყო და ტურნირის მასპინძლობას შეძლებთო. ჩვენ სწორედ ამან შეგვაგულიანა. საქართველოში შექმნილმა ინფრასტრუქტურამ ევროპელთა დიდი მოწონება დაიმსახურა – „თბილისის ჰილსის“ გოლფ-კლუბი ევროპულ კვალიფიკაციაში 34-ე ადგილზე გავიდა. ეს პირველივე ეტაპისთვის უდიდესი შედეგია“ – ამბობს მიხეილ ძაძამია, საქართველოს გოლფის ფედერაციის გენერალური მდივანი

ზურაბ ბოქოლიშვილი, სპორტული ტურიზმის ალიანსის პრეზიდენტი: „ჩვენი მიზანი საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებაა. ამ მიმართულებით გოლფს და საქართველოში ევროპის ჩემპიონატის გამართვას დიდი როლი შუეძლია შეასრულოს. 2020 წელი ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ბევრი ღონისძიება დაიგეგმა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას, ეს ყველგან სტანდარტულად ტარდება. ჩვენ კი დამატებითი პლუსები გაგვაჩნია, რაც საქართველოში ჩატარებულ ტურნირებზე უცხოელებმაც აღნიშნეს – გამორჩეული მასპინძლობა, რაც ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს“.