საქართველოს ეროვნული მუზეუმი ტრადიციულად უერთდება სოციალურ ქსელებში წამოწყებულ კამპანიას #MuseumSelfieDay.
#MuseumSelfieDay 2019 16 იანვარს აღინიშნება. დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ჩაერთოს კამპანიაში #მოდიმუზეუმში. ამისთვის საჭიროა, გადაიღოს Selfie და საჯაროდ ატვირთოს სოციალურ ქსელებში ჰეშთეგებით: #MuseumSelfie, #MuseumSelfieDay, #GNMuseumSelfie. ასევე მონიშნოს მუზეუმი Facebook-ზე, Instagram-სა და Twitter-ზე.
საუკეთესო ფოტოების ავტორებს მუზეუმის გუნდი გამოავლენს. მათ გადაეცემათ მუზეუმის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები საქართველოს კულტურასა და ისტორიაზე. შერჩეული ფოტოები სოციალურ ქსელებში ეროვნული მუზეუმის გვერდზე გამოქვეყნდება.