საქართველოს ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება
საქართველოს ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება

საქართველოს ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს დაავალებს.

ცვლილებების გათვალისწინებით, პირველ ვიცე-პრეზიდენტს, დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტების მსგავსად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის საბჭოში სამი ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს.