საქართველოს დღეს ევროპის სახალხო პარტიის წევრები ეწვევიან. ევროპარლამენტარები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
დღესვე დაგეგმილია ევროპარლამენტარების შეხვედრა საქართველოს პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, თამარ ხულორდავასთან.
საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის დროს ევროპარლამენტარები ისაუბრებენ ევროპული ინტეგრაციის პროცესში ეკლესიებისა და სხვა რელიგიური საზოგადოებების როლზე და საქართველო-ევროკავშირის პერსპექტივებს განიხილავენ.
ევროპის სახალხო პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იან ოლბრიხტი, ევროპარლამენტის წევრი, კულტურათაშორისი ურთიერთობებისა და რელიგიური დიალოგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე. გიორგი ჰოლვენი, ევროპარლამენტის წევრი, კულტურათაშორისი ურთიერთობებისა და რელიგიური დიალოგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე და ანა ზაბორსკა, ევროპარლამენტის წევრი, Cariforum (კარიბის ქვეყნების ფორუმი) დელეგაციის ვიცე-თავმჯდომარე.