საქართველოს დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
საქართველოს დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ჩაბა კოროშიმ და სხვა ლიდერებმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე არიან.