საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტს შეხვდა [ვიდეო]
სტრასბურგში საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტს, მიკელე ნიკოლეტის შეხვდა.
როგორც ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ნიკოლეტისთან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ, რაც მოეხმარება ქართულ მხარეს წელს უფრო ეფექტიანად იმუშაონ მასთან, როგორც ახალ პრეზიდენტთან.
ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს დელეგაციამ ნიკოლეტი თბილისში მოიწვია.
„მიკელე ნიკოლეტი დავპატიჟეთ თბილისში და გვაქვს იმედი, რომ წლის განმავლობაში გვეწვევა. პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება, რომ ადგილზე გაეცნოს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.
გვქონდა საუბარი დროებით კომიტეტზე, რომელიც ახლახანს შეიქმნა და რთული ამოცანა აქვს. კომიტეტმა ასამბლეაში არსებული რთული პრობლემების გადაჭრის გზები უნდა მოძიოს. ამ ფორმატში ჩვენს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. საქართველო თავისი პროგრესიდან გამომდინარე, იმსახურებს მონიტორინგიდან შემდეგ ფაზაზე გადავიდეს. იმედი მაქვს, რომ ის იქნება ერთ-ერთი მხარდამჭერი ამ პროცესში“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.