საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზაარბრიუკენის მერიის სამრეკლოზე „სულიკო“ შესრულდა [ვიდეო]
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ფრანკფურტში საქართველოს საკონსულოს ინიციატივით, ზაარბრიუკენის მერიის სამრეკლოზე შესრულდა ქართული პოპულარული სიმღერა აკაკი წერეთლის ლექსზე „სულიკო“, – ინფორმაციას და ვიდეომასალას საქართველოს დიპლომატიური მისიების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
შესრულების პარალელურად გაშვებული იქნა საჰაერო ბუშტები საქართველოს დროშის ფერებით.