საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალური ინსცენირება [ვიდეო]
დღეს განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნა 17:10 საათი – ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება მოეწყო. მხატვრული დადგმა რეალურ მოვლენებს ეფუძნება. იმ პერიოდის მოღვაწეები არტისტებმა განასახიერეს. მაყურებელმა მოისმინა ნოე ჟორდანიას მიერ წარმოთქმული სიტყვა.
დამოუკიდებლობის გამოცხადების წუთები მთლიანად აღდგენილია ეროვნული საბჭოს ისტორიული სხდომის ოქმის მიხედვით, თუმცა მცირე ცვლილებით. რაც შეეხება დარბაზს, მისი 1919 და 1920 წლებში გადაღებული ფოტოების მიხედვით აღდგენა გადაწყდა. ასევე, გამოყენებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ნიშნები – დროშა და გერბი. ცოცხლდება არა მხოლოდ 26 მაისი სხდომა, არამედ მთლიანად 1918-1921 წლები. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს და საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წლის 12 მარტს დადასტურდა.
დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ღონისძიებას მაღალი რანგის სტუმრები და ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.