საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - კომპანიების უდიდესი ნაწილი დასაქმებულთა რაოდენობას კვლავ უცვლელად ინარჩუნებს
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - კომპანიების უდიდესი ნაწილი დასაქმებულთა რაოდენობას კვლავ უცვლელად ინარჩუნებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გასულ და მიმდინარე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობას ცვლილებას ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში აჯამებენ.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2021 წლის პირველ ნახევარში, მზარდი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, კომპანიების დიდმა ნაწილმა დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდა. 2021 წლის მესამე კვარტლიდან კი, ზრდის ტემპი შენელდა, რადგან გამოკითხულთა უმეტესობა დასაქმებულთა რაოდენობას უცვლელად ინარჩუნებს. კერძოდ, 2021 წლის მესამე კვარტალში, გამოკითხულთა 66%-ს, ხოლო მეოთხე კვარტალში – 75%-ს არ შეუცვლია დასაქმებულთა რაოდენობა.

ბოლო კვლევის თანახმად, აღნიშნული ტრენდი მომავალ წელსაც გრძელდება – გამოკითხულთა 71%, 2022 წლის პირველ კვარტალში არ გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას.