საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის იბრძვის #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის იბრძვის #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და 67:53 დაამარცხა.

თუმცა ამ გამარჯვებით მეცხრე ადგილის ბედი არ გადაწყვეტილია. საქართველოს ნაკრებს კიდევ მოუწევს ბრძოლა. ქართველების მეტოქე ალბანეთის და ირლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა. ჩვენს გუნდს გამარჯვებული დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ნიდერლანდებთან მატჩს საქართველოს ნაკრებში 16-16 ქულით ნიკა გაფრინდაშვილი და ლუკა ლიკლიკაძე გამოირჩნენ.