ალექსანდარ ჯიკიჩი - მადლობა ცინცაძეს, რომელიც მაქსიმალურად ეცადა, მატჩი და სანაკრებო კარიერა მაღალ ნოტზე დაესრულებინა #1TVSPORT
ალექსანდარ ჯიკიჩი - მადლობა ცინცაძეს, რომელიც მაქსიმალურად ეცადა, მატჩი და სანაკრებო კარიერა მაღალ ნოტზე დაესრულებინა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე სერბეთთან 63:73 დამარცხდა. მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა გიორგი ცინცაძეზე საუბრით გახსნა:

„მადლობა ბუს, რომ ჩვენთან იყო და ეცადა, სანაკრებო კარიერის ბოლო მატჩი მაღალ ნოტზე დაესრულებინა. გვქონდა შანსი, მაგრამ ბოლოს დავმარცხდით. გვქონდა კარგი მომენტები, თამაშის შემოტრიალების შანსიც გაჩნდა, მაგრამ ამას მოჰყვა ეპიზოდები, როცა კონცენტრაცია დავკარგეთ. სერბეთის მსგავს ძლიერ გუნდთან ეს წაგების ტოლფასია.

ივნისში სერიოზული მომზადება გვჭირდება. კალათბურთელები საკუთარ კლუბებში სხვა კალათბურთს თამაშობენ, ვიდრე ნაკრებში. დრო გვინდა იმ შედეგის მისაღწევად, რასაც ვგეგმავთ. ამ მატჩებში დავინახეთ არაერთი ახალგაზრდა, რომლებსაც დიდი პერსპექტივა აქვთ, მაგრამ მუშაობა სჭირდებათ.