საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ეწვევა
საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ეწვევა, – შესაბამის ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კატრინ კოლონა მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რა დროსაც ის მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის.
საქართველოში ვიზიტამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 26-28 აპრილს ვიზიტით ჩავა აზერბაიჯანსა და სომხეთში.