საქართველოს 15 და 16-წლამდე ნაკრებებმა სტუმრად ამხანაგური მატჩები ფრედ ითამაშეს
საქართველოს 15 და 16-წლამდე ნაკრებებმა სტუმრად ამხანაგური მატჩები ჩაატარეს და ორივემ ფრედ ითამაშა.
16-წლამდელებმა ერევანში სომეხ თანატოლებთან შეხვედრა 1:1 დაასრულეს. ზვიად ჯელაძის 16-წლამდელთაგან ერთადერთი გოლი თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა, შემადგენლობა კი ასეთი იყო:
კაპანაძე, დევდარიანი, ხვადაგიანი, ლატარია, მამაცაშვილი, ოსიყმაშვილი, აზაროვი, სიჭინავა, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, ლაცაბიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ერაძე, მირზიკაშვილი, ტორონჯაძე, ღირდალაძე, ბეზერაშვილი.
ლუქსემბურგში კი გიორგი ჩიტაურის 15-წლამდელებმა მასპინძლებთან 2:2 ითამაშეს. გოლებით თავი ირაკლი კვაშილავამ და ლუკა გაგნიძემ გამოიჩინეს.
გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ასათიანი, ვაზაგაშვილი, ფერცულიანი, კვაშილავა, ზოსიაშვილი, გულიაშვილი, სიხარულაშვილი, სიჭინავა, ჩხეტიანი, მამაგეიშვილი, დეისაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: მეხტიევი, გაგნიძე, ონიანი, თელია.