გერმანიამ და სერბეთმა ფრე ითამაშეს
გერმანიამ და სერბეთმა ფრე ითამაშეს

ვოლფსბურგში, „ფოლკსვაგენ-არენაზე“ გერმანიისა და სერბეთის ნაკრებთა შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა.

ანგარიში მე-12 წუთზე „აინტრახტის“ ფორვარდმა ლუკა იოვიჩმა გახსნა. ეს მისი პირველი გოლია ეროვნულ გუნდში და ის მატჩში პირველივე შეხებით გაიტანა. მეორე ტაიმში 69-ე წუთზე თანაფარდობა „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ლეონ გორეცკამ აღადგინა.

გერმანელთა რიგებში ყველაზე აქტიური ლეროი სანე იყო, რომელიც მეტოქის საჯარიმოში 15-ჯერ შეეხო ბურთს. ზუსტად ამდენი შეხება ჰქონდა გერმანიის საჯარიმოში მთელს სერბეთის გუნდს.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს –

გერმანია: ნოიერი (ტერ შტეგენი, 46), კლოსტერმანი (კერერი, 90), ტა, ზიულე, ჰალსტენბერგი, კიმიხი, გიუნდოგანი, ჰაფერხი (როისი, 46), ბრანდტი (გორეცკა, 56), სანე (შულცი, 90+6), ვერნერი.

სერბეთი: დმიტროვიჩი, რუკავინა, სპაიჩი, მილენკოვიჩი, ბოგოსავაცი (მიტროვიჩი, 80), მილინკოვიჩ-სავიჩი (ლუკიჩი, 62), მაქსიმოვიჩი (იოვიჩიჩი, 88), ლიაიჩი, ლაზოვიჩი (ჟივკოვიჩი, 79), გაჩინოვიჩი (რადონიჩი, 63), იოვიჩი (პავკოვი, 71).