ოკუპირებული აფხაზეთი და სირია სპორტის ორ სახეობაში ე.წ. ამხანაგური მატჩების ჩატარებას აპირებენ
ოკუპირებული აფხაზეთი და სირია სპორტის ორ სახეობაში ე.წ. ამხანაგური მატჩების ჩატარებას აპირებენ

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლები დამასკოში სირიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და ამავდროულად სპორტის მინისტრს მუაფაკ ჯუმაას შეხვდნენ, – ინფორმაციას „აპსნიპრესი“ ავრცელებს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დელეგაციას დეფაქტო მთავრობის ე.წ. სპორტკომიტეტის ხელმძღვანელი ბაგრატ ხუტაბა ხელმძღვანელობს.

გამოცემის ინფორმაციით, „შეხვედრაზე“ საუბარი სპორტის სფეროში ე.წ. თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას შეეხო, რაც მათი განმარტებით, ოკუპირებული რეგიონისა დეფაქტო სპორტულ ფედერაციისა და სირიის შესაბამისს უწყებასთან ურთიერთობის აქტივირებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ 30 სექტემბერს სპორტსმენები ოკუპირებული აფხაზეთიდან და სირიიდან სპორტის ორ სახეობაში ე.წ. ამხანაგური მატჩების ჩატარებას აპირებენ.