საქართველოს ქალაქებსა და მსოფლიოს დედაქალაქებში ერთდროულად, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნს იმღერებენ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დღეს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნს იმღერებენ.
„1918 წლის 26 მაისს, კვირას, ზუსტად 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
26 მაისს, ზუსტად იმავე დროს, 17:10-ზე, ვიკრიბებით და ვუმღერით ჰიმნს თავისუფლებას საქართველოს შემდეგ ქალაქებში:
თბილისი – თავისუფლების მოედანი
რუსთავი – თავისუფლების მოედანი
ბათუმი – ერას მოედანი
თელავი – ერეკლე მეორეს მოედანი
მარნეული – შოთა რუსთაველის ქუჩა
გორი – მთავარი მოედანი
ახალციხე – რაბათის ციხე
ახალქალაქი – თავისუფლების ქუჩა
ქუთაისი – ცისფერყანწელების ქუჩა
ამბროლაური – ცენტრალური მოედანი
ზუგდიდი – ცენტრალური მოედანი
მესტია – სგიმიერი-სეტის მოედანი
ფოთი – რუსთაველის რკალი
სტეფანწმინდაში – ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი
ოზურგეთი – ჭადრების პარკი“, – აღნიშნულია 26 მაისის ღონისძიებების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 17:10 საათზე ეროვნულ ჰიმნს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში აღნიშნავენ. ამერიკის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის: მალაიზიაში, უზბეკეთში, ესტონეთში, ესპანეთში, თურქეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, დანიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მოლდოვაში, ისრაელში, ბრაზილიაში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, შვედეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, სლოვენიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და ეროვნულ ჰიმნს შეასრულებენ.