საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებს ტყის ახალი სახანძრო მანქანები გადასცა.
ახალი მანქანები 13 ქალაქს გადაეცა. კერძოდ, აბასთუმანს, ბორჯომს, ახმეტას, თელავს, თეთრიწყაროს, დუშეთს, კასპს, ხარაგაულს, ლენტეხს, ონს, მესტიას, ჩოხატაურსა და ხულოს.
უახლოეს მომავალში საქართველოში დამატებით შვიდი ახალი ტყის სახანძრო მანქანა შემოვა, რომლებიც შემდეგ ქალაქებს გადაეცემა: დმანისს, თიანეთს, ხაშურს, ადიგენს, ბაკურიანს, ქედასა და შუახევს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი სახანძრო მანქანები ტენდერით მიმდინარე წლის ზაფხულში შეიძინა. მისი საერთო ღირებულება 10 მილიონი ლარია.
ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი მანქანების უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს.
ახალი სახანძრო მანქანების მეშვეობით უკვე რამდენჯერმე მოხდა ტყის ხანძრების ლიკვიდაცია და მისი ფართო მასშტაბზე გავრცელების აღკვეთა.