შალვა ხუციშვილი იმ მეხანძრე-მაშველებს შეხვდა, რომლებმაც მტკვარში გადამხტარი ქალი და მის დასახმარებლად მდინარეში შესული მოქალაქეები გადაარჩინეს 

17:41, 09.11.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი იმ მეხანძრე-მაშველებს შეხვდა, რომლებმაც 6 ნოემბერს, თბილისში, მდინარე მტკვარში გადამხტარი ქალი და მის დასახმარებლად მდინარეში შესული მოქალაქეები გადაარჩინეს.

სამაშველო ღონისძიებაში 12 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა, მათ შორის ორი მაშველი, რომლებიც არასამუშაო საათებში, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

ქალბატონის გადასარჩენად მდინარეში პირველები, სწორედ, ფაქტის თვითმხილველი მეხანძრე-მაშველები და თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცი შევიდნენ.

ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის სამაშველო ღონისძიებაში მონაწილე ყველა მეხანძრე-მაშველი ფულად ჯილდოს მიიღებს.

მსგავსი