შალვა ხუციშვილი - სამაშველო სამსახურში ქალების აქტიური ჩართვა მომავალი წლის ზაფხულიდან იგეგმება
შალვა ხუციშვილი - სამაშველო სამსახურში ქალების აქტიური ჩართვა მომავალი წლის ზაფხულიდან იგეგმება

სამაშველო სამსახურში ქალების აქტიური ჩართვა მომავალი წლის ზაფხულის სეზონიდან იგეგმება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, ქალებისთვის სახანძრო-სამაშველო საქმიანობაში ჩართვისთვის პირველი ნოემბრიდან მოხალისეების რეგისტრაცია იწყება.

„ჩვენ რა თქმა უნდა, თანაბრად ვუწყობთ ხელს, რომ მამაკაცი და ქალი მოხალისეები გვყავდეს. უშუალოდ ქალების ჩართვა ინტენსიურად მომავალი ზაფხულის სეზონისთვის მოხდება. ამისთვის ჩვენ უკვე ვმუშაობთ სპეციალურ პროგრამაზე, რომ ქალი საზღვაო მაშველები გვაყვდეს. სახანძროში ჯერ არ იგეგმება, ამას კიდევ ცალკე პირობების შექმნა სჭირდება. პირველ ეტაპზე რაც შეიძლება ითქვას, იქნება წყალზე სამაშველო სამსახურში პირობები შეიქმნება იმისთვის, რომ ქალი მაშველები ჩაერთონ”, – განაცხადა ხუციშვილმა.

დატოვე კომენტარი