საქართველოდან იანვარში ყველაზე მეტი პროდუქცია რუსეთსა და თურქეთში გავიდა
საქართველოდან ყველაზე მეტი პროდუქცია მიმდინარე წლის იანვარში რუსეთში გავიდა.
საქსტატის მონაცემებით, ექსპორტმა რუსეთში 28,665 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი მოცულობის 12,9 პროცენტია.
რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის სამეულშია ფეროშენადნობები (6,634 მილიონი დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (5,771 მილიონი დოლარი) და ღვინოები (3,096 მილიონი დოლარი).
რუსეთს მცირედით ჩამორჩება თურქეთი, სადაც ექსპორტმა იანვარში 28,055 მილიონი დოლარი შეადგინა (მთლიანი მოცულობის 12,6%).თურქეთში გატანილ პროდუქციაში პირველ ადგილზეა ნახევარფაბრიკატი ნახშირბადიანი ფოლადისგან (6,848 მილიონი დოლარი).
მესამე ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც ექსპორტმა 20,219 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ აშშ და რუმინეთი.
2018 წლის იანვრის მონაცემებით, ექსპორტირებული პროდუქციის მიხედვით პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია (34,143 მილიონი დოლარი), მეორეზე ფეროშენადნობები (27,328 მილიონი დოლარი), მესამეზე მსუბუქი ავტომობილები (15,689 მილიონი დოლარი).