საქართველო, ტუნისი და კანადა ევროკავშირის „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან ამოიღეს
საქართველო, ტუნისი და კანადა ევროკავშირის „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან ამოიღეს

საქართველო, ტუნისი და კანადა ევროკავშირის „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან ამოიღეს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის უფლება დროებით უნდა შეეზღუდოთ.

შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიიღო. როგორც ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, სამი ქვეყნის ნუსხიდან ამოღება ამ სახელმწიფოებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებას უკავშირდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო შედგენილი ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში რჩება სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, იაპონია, რუანდა, სინგაპური, ტაილანდი და ურუგვაი.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათისაა.