საქართველო-სერბეთის მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ეროვნული ჰიმნი აჩიკო ნიჟარაძემ გიორგი ანწუხელიძის ქალიშვილთან ერთად შეასრულა [ვიდეო]
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები სერბეთის ნაკრებს მასპინძლობს.
მატჩი ამ წუთებში თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო, რომლის რეპორტაჟიც საქართველოს პირველ არხზე მიმდინარეობს.
მატჩის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ჰიმნი მომღერალმა აჩიკო ნიჟარაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილთან, ანა ანწუხელიძესთან ერთად შეასრულა.