იტალიის სერია A-ში ბექა ბურჯანაძის დებიუტი შედგა #1TVSPORT  
იტალიის სერია A-ში ბექა ბურჯანაძის დებიუტი შედგა #1TVSPORT  

იტალიის საკალათბურთო სერია A-ში ბექა ბურჯანაძის დებიუტი შედგა. ქართველი ფორვარდის გუნდმა „რეჯიო ემილიამ“ „ვერონას“ უმასპინძლა და 5 ქულით – 65:70 დამარცხდა.

ბურჯანაძემ სადებიუტო მატჩში 10 წუთი ითამაშა და შეხვედრა 3 ქულითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ბექამ ორი ორქულიანი არაზუსტად ისროლა და ორი სამიანიდან ერთი გამოიყენა.

2 მოგებითა და 5 მარცხით „რეჯიო ემილია“ იტალიის ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო ტურში ბურჯანაძის გუნდი ბოლოადგილოსან „სკაფატის“ დაუპირისპირდება.