მეტოქეები | საქართველოს ნაკრების ჯგუფში უკრაინამ ისლანდია დაამარცხა

20:00, 14.11.2022

კალათბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩვი ტურნირზე, L ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, ერთი შეხვედრა უკვე დასრულდა – რიგაში, უკრაინის ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა.

დაძაბული შეხვედრის სამი მეოთხედი გარდამავალი უპრატესობით წარიმართა. უკრაინელებმა ბოლო მეოთხედში მოახერხეს მეტოქის გატეხვა, შეხვედრის ეს მონაკვეთი აინარს ბაგაცკისის გუნდა 9 ქულის სხვაობით მოიგო და საბოლოოდ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა –  79:72.

მსგავსი