საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე, საიუბილეო წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა პრეზენტაცია „ბაუჰაუზის მემკვიდრეობა და თელ-ავივის „თეთრი ქალაქი“.

პროექტი ურბანული მემკვიდრეობის მოძრავ გამოფენებს აერთიანებს. 2003 წელს იუნესკო-მ თელ-ავივის თეთრი ქალაქი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ქალაქი 1930-იან წლებშია გაშენებული და 4 000-ზე მეტ შენობას აერთიანებს.

ღონისძიებას ისრაელის ელჩი საქართველოში, არქიტექტორები, დიზაინერები და ხელოვანები დაესწრნენ.

„ეს არის განსაკუთრებული წელი ჩვენთვის, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ ისრაელსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. თბილისი მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი კომბინირებული – უძველესი და სუპერ თანამედროვე არქიტექტურით. ჩვენ გვინდოდა, გაგვეზიარებინა ჩვენი მხარე. თელ-ავივი ცნობილია ბაუჰაუზის არქიტექტურით და ჩვენ გვაქვს ამ არქიტექტურის ყველაზე მეტი მოდელი. ჩვენ დავაორგანიზეთ ეს ღონისძიება, რომ სწორედ ეს ჩვენი სიმდიდრე გვენახებინა ქართველი ხალხისთვის. ბაუჰაუზის არქიტექტურა არის ადამიანური, გახსნილი დ კოსმოპოლიტური და ვფიქრობ, ეს მოქმედებს თელ-ავივში მცხოვრებლებზეც.

ქართველებსა და ებრაელებს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენ ვაფასებთ ამ ისტორიას, მაგრამ კონცენტრირებული ვართ მომავალზე“, – აცხადებს საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი.