საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ორდღიან მუშაობას შეაჯამებს და ერთობლივ განცხადებას მიიღებს
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ორდღიან მუშაობას შეაჯამებს და ერთობლივ განცხადებას მიიღებს

პროგრესი, გამოწვევები და რეკომენდაციები – დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ორდღიანი მუშაობა უნდა შეაჯამოს და ერთობლივი განცხადება მიიღოს, რომელიც საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს. განსაკუთრებული აქცენტი განცხადების ტექსტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე კეთდება.

ტექსტში უკვე ნახსენებია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების თემაც.

კომიტეტის მუშაობის ფორმატში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას და ვიზალიბერალიზაციის საკითხს.

კომიტეტის საბოლოო განცხადების პროექტში ნათქვამია ისიც, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნა და სანდო პარტნიორია.

კომიტეტის მსვლელობისას ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ფორმატი დღეს, ისე როგორც არასდროს, ღრმა და ყოვლისმომცველია და ევროკავშირი აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერას, ხელშეწყობას, გახდეს ევროკავშირის წევრი.