საქართველო აშშ-სგან 67 მილიონ აშშ დოლარამდე გრანტს მიიღებს, 330 მილიონამდე გაზრდის პერსპექტივით
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის (წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი (USAID) ხელი ეწერება საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.
ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.
ცერემონიას გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
შეთანხმებას ხელს აწერენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.
აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონი აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.