აშშ უკრაინას გრანტის სახით დამატებით 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს
აშშ უკრაინას გრანტის სახით დამატებით 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი უკრაინას გრანტის სახით დამატებით 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯენეტ იელენის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის „ურყევ დახმარებას“.

„თანხის გადარიცხვა უკრაინაში უახლოეს კვირებში დაიწყება. ეს სახსრები დაეხმარება უკრაინას თავი დაცვას რუსეთის უკანონო ომისგან, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას, ძირითადი სამთავრობო სერვისების ფუნქციონირებას, საავადმყოფოების თანამშრომლების, მასწავლებლებისა და მთავრობის ხელფასების გადახდას“, – წერია განცხადებაში.

აღნიშნული თანხის გამოყოფით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი გრანტების მოცულობა 13 მილიარდ დოლარს მიაღწევს.