საქალაქო სასამართლოში სოსო რობაქიძესა და ზვიად კუპრავას შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სოსო რობაქიძესა და ზვიად კუპრავას შორის საქალაქო სასამართლოს დერეფანში. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
სოსო რობაქიძემ ზვიად კუპრავას „ზონდერი“ უწოდა.
სასამართლოს შენობაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც მივიდა. სამართალდამცველები ზვიად კუპრავამ გამოიძახა.
მანამდე ხმაური იყო სხდომათა დარბაზში, სადაც დაცვის მხარის მოწმის ლევან ლობჟანიძის ჩვენებამ სოსო რობაქიძის გაღიზიანება გამოიწვია. ხმამაღალი პროტესტის შემდეგ, სოსო რობაქიძეს მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა. ცოტა ხანში სასამართლო სხდომიდან გამოვიდა ზვიად კუპრავაც, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა.