საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად ჩოგბურთელი და ნელი დოროყაშვილი ესწრებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბასილაშვილი სასამართლო დარბაზში დღეს პირველად გამოცხადდა. მანამდე ის სასამართლო სხდომებს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა.
ამასთან, სხდომას ესწრება მისი ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილიც.
როგორც ბასილაშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, კომენტარს მხოლოდ სასამართლო პროცესების შემდეგ გააკეთებს.
„ვიდრე სასამართლო პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას ჯერჯერობით არ გავაკეთებ. პროცესების შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას აძლევს ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ნატალია ნაჭყებია.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის ოთხ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.