საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „იმედში“ შეჭრის საქმეზე სხდომა განახლდება
7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე, სასამართლო სხდომა დღეს განახლდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე სამი მოწმე დაიკითხება. ერთ-ერთი მოწმე დაზარალებულია, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავდა. ჩვენებას მისცემენ ასევე მოწმეები, რომლებიც ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის ეპიზოდზე ისაუბრებენ.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი. უფლებამოსილების გადამეტებას პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურა ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას ედავება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია საქმეს უკვე სამი წელია განიხილავს.