საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს
საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. საქმეებს მოსამართლე რიგითობით იხილავს.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორგანიზაცია საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებულთა ნაწილის ინტერესებს იცავს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ხუთ დაკავებულს ადმინისტრაციული წესით 12 დღიანი პატიმრობა განესაზღვრათ.
საქალაქო სასამართლოში დაკავებულების ოჯახის წევრები იმყოფებიან.
გუშინ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა დიდ ნაწილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.